მარტვილის მერი ონოღიის და ვედიდკარის მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა მერის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან ერთად ონოღიის და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერი მათ პრობლემებს გაეცნო და ისაუბრა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. შეხვედრაზე მოსახლეობის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება დასახელდა. ალექსანდრე გრიგალავამ ასევე ისაუბრა აზიურ ფაროსანასთა ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წამლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Visited 182 times, 1 visit(s) today