მარტვილის მუნიციპალიტეტში „იუსტიციის სახლის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

07/02/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტში „იუსტიციის სახლის“ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც განთავსებული იქნება საოფისე, მომსახურების და სასწავლო სივრცეები, ასევე ქორწინების სახლი. მოეწყობა ავტოსადგომი.მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 2 136 900 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პირამიდა X+1” ახორციელებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0