მარტვილის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

22/06/2018

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტო ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოქტომბრის და შეროზიას ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, დადიანის და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს.
ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0