მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ალექსანდრე გრიგალავამ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლადაშენებული დაწყებითი საჯარო სკოლა გახსნეს. მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 400-მდე პირველკლკასელი დარეგისტრირდა. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.

Visited 154 times, 1 visit(s) today