მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიაში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბეტონის საძირკველი და ლითონის ახალი ჭიშკარი, მოხდება ეზოს შემოკავება ლითონის მავთულბადით, მოეწყობა ბეტონის ბილიკი ჭიშკრიდან ბაღის შენობამდე, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები. სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი გოროზიამ დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 8 525 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ დავით დანელია ასრულებს. დასაქმებულია – 6 ადგილობრივი. საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 250 times, 1 visit(s) today