მარტვილის საკრებულოს შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11/09/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის შემოსასვლელის მოწყობისა და ორი ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შემოსასვლელს და ორ ოთახს ჩაუტარდება სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მოეწყობა კანალიზაცია. პროექტის ღირებულება 24 283 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ოსო“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 6 ადამიანი. საკრებულოს შენობის შემოსასვლელის მოწყობისა და ორი ოთახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0