მარტვილი-სერგიეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

30/11/2017

ქალაქ მარტვილის და სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო 1 857 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყო გზის გადამკვეთი ლითონის მილები, ლითონის მილები ეზოში შესასვლელებში.
პროექტის ღირებულებამ 652 875 ლარი შეადგინა. სამუშაოზე დასაქმებული იყო -30 ადამიანი და 10 ერთეული ტექნიკა.
მარტვილი – სერგიეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0