მარტვილში პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

15/08/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის სახლის შენობებში პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გამგეობის და კულტურის სახლის შენობებში მოეწყობა პანდუსები, რის შემდეგაც შშმ პირებისათვის გადაადგილება უფრო მარტივი და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 6 962 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ოსო“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია – 10 ადგილობრივი. პანდუსის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0