მარტვილში უსაფრთხოების კუნძულის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

15/08/2017

მარტვილის მუნიციპალიტეტში კ. ბართიასა და კ. გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე წრიული მოძრაობის უსაფრთხოების კუნძულის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 506 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი.მ გელა ჩიხლაძე ასრულებს. უსაფრთხოების კუნძულის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0