მარტში ტურისტების რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის მარტში საქართველოს 511,045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 59,308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +13.1%) მარტში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 219,642 შეადგინა, რაც 48,807-ით მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.6%). 2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტში გამოირჩეოდნენ: პოლონეთი +39%, საფრანგეთი +38, გერმანია +19%, საბერძნეთი +18% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +195%, ინდოეთი +182%, ეგვიპტე +119%, უზბეკეთი +97% და ისრაელი +93%. 2017 წლის იანვარი – მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,266,125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,419-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +11.4%) იანვარი – მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 513,643 შეადგინა, რაც 105,121-ით მეტია 2016 წლის იანვარი – მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +25.7%). 2017 წლის იანვარ – მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +34%, გერმანია +28%, საფრანგეთი +27% და გაერთიანებული სამეფო +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +237%, ინდოეთი +155%, უზბეკეთი +147%, ქუვეითი +127%, ეგვიპტე +104% და ისრაელი +80%. ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%), რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.3%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია. 2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 293,065 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Visited 100 times, 1 visit(s) today