მასწავლებელთა 83%–მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წლის იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე საუკეთესო შედეგი მხოლოდ რუსული ენის პედაგოგებმა აჩვენეს. გამოცდაზე გასული 186 მასწავლებლიდან გამოცდა წარმატებით 103 პედაგოგმა ჩააბარა, რაც დაახლოებით 56 %-ია.

სულ გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი 83%–მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

ყველაზე ცუდი შედეგები VII -XII კლასის მათემატიკის მასწავლებლებს აქვთ. გამოცდაზე გასული 381 პედაგოგიდან დავალებას თავი წარმატებით მხოლოდ 26–მა გაართვა. I-VI კლასის მათემატიკის 704 პედაგოგიდან კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 178–მა მასწავლებელმა გადალახა.

ასევე, ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვთ დაწყებითი კლასების პედაგოგებს. გამოცდაზე გასული 1167 პედაგოგიდან მინიმალური ზღვარი 1073 ვერ გადალახა.

I-VI კლასის ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული 848 პედაგოგიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 93 გადალახა. თუმცა ცოტა უკეთესი შედეგი აქვთ ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგებს – გამოცდაზე გასული 189 პედაგოგიდან გამოცდა წარმატებით 93 ჩააბარა, რაც დაახლოებით 50%ია.

რაც შეეხება ინგლისური ენის I-XII კლასის პედაგოგებს – გამოცდაზე 458 პედაგოგი გავიდა, წარმატებით მათგან 83 მასწავლებელმა დაასრულა.

რაც შეეხება სხვა საგნების პედაგოგთა მონაცემებს:

ქიმიის გამოცდაზე 154 პედაგოგი გავიდა – მინიმალური კომეპეტნციის ზღვარი 26–მა გადალახა.

ფიზიკის საგნის 182 მასწავლებლიდან გამოცდას თავი წარმატებით მხოლოდ 35–მა გაართვა.

ბუნებისმეტყველების 303 მასწავლებიდან მხოლოდ 27–მა შეძლო გამოცდის ჩაბარება.

ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 366 პედაგოგიდან ზღვარი 45–მა გადალახა.

სამოქალაქო განათლების 221 მასწავლებლიდან კომპეტენციის დადასტურება 48 პედაგოგმა დაძლია ტესტი.

გამოცდა ჩაბარებულად გეოგრაფიის 50 პედაგოგს ეთვლება, მაშინ, როდესაც გამოცდაზე 254 პედაგოგი გავიდა.

იგივე ტენდენცია იყო წინა გამოცდაზეც, წინა წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდები წარმატებით მხოლოდ 18%-მა ჩააბარა.

Visited 165 times, 1 visit(s) today