„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე იქნა მიღებული. რაც შეეხება ვეტოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„გაიმართა მსჯელობა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში და ამ მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე. რაც შეეხება ვეტოს, ვეტო არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ვეტო არის იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და ამის საფუძველზე შედგეს განხილვა. რა თქმა უნდა, შედგება განხილვა ვეტოსთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 113 times, 1 visit(s) today