მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობილი კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული პროექტები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე- ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მხარის გუბერნატორმა – ბესიკ ამირანაშვილმა სტუდენტური პარლამენტისა და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ის პროექტები, რომელთა წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც როგორც მხარეს, ისე რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტებს: „განავითარე შენი რეგიონი“, „საზაფხულო ქალაქი“, „ლიდერთა ზამთრის სკოლა“, „სტაჟირების პროგრამა საქართველოს პარლამენტში“ და სხვა.
მხარის გუბერნატორმა განსაკუთრებული ინტერესი იმ პროექტების მიმართ გამოხატა, რომლებიც მაღალმთიანი სოფლების განვითარების ხელშეწყობასა და ადგილზე მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურობის ზრდას ითვალისწინებს.
გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალგაზრდებთან ინტენსიურ თანამშრომლობას გეგმავს. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ერთობლივ სამუშაო პროცესში პირადად იქნება ჩართული, რათა მაქსიმალურად იქნას ხელშეწყობილი კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული პროექტები.

Visited 127 times, 1 visit(s) today