მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება

21/07/2017

მთავრობის სხდომაზე გამოტანამდე დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს.
გასული წლიდან დაიწყო ყოველთვიური ფულადი დახმარების გაცემა იმ ბავშვებზე, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. აღნიშნული შეღავათის გასაწევად 2016 წელს 2 მილიონ ლარამდე გაიხარჯა.
ასევე, სოციალური დახმარების სახით დანამატი გაიცემა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ის ოდენობით. ამ შეღავათის გასაწევად 2016 წელს 8.5 მილიონი ლარი გაიხარჯა.
დაახლოებით 1 მილიონი ლარით დაფინანსდა სოციალური პაკეტის 20%-ის დანამატი, რაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ სოციალური პაკეტის მიმღებ პირებზე გაიცემა.
შეღავათებით სარგებლობენ ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ბიზნესის დაწყების მსურველები. სულ, ყველა სახის შეღავათისთვის, გასულ წელს 17 მილიონ ლარამდე დაიხარჯა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია იმისთვის, რომ არა მარტო დამაგრდეს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობა, არამედ ბარში მცხოვრებ ადამიანებსაც გაუჩნდეთ ინტერესი, რომ დასახლდნენ მთაში.
მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად

Tweet about this on TwitterShare on Facebook0