მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შეღავათები მარტივად მიიღონ.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. ხოლო, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით კი, მეწარმეები, მთიან რეგიონებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 174 times, 1 visit(s) today