მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება

18/10/2017

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება წლების განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად თანამშრომლობდა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ს.ს სოკარ ჯორჯია გაზთან. მუნიციპალიტეტის სოფლების მაღლაკისა და საყულიის გაზიფიცირება სწორედ ერთობრივი, კოორდინირებული მუშაოების შედეგია, კიდევ ორ სოფელში ანთებული ბუნებრივი აირი კი თავისთავად ნიშნავს მოსახლეობისთვის უფრო ხელსაყრელი და კომფორტული პირობების შექმნას.
დაზუსტებული ინფორმაციით, მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება. ბუნებრივი აირი რამდენიმე ოჯახში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ აანთო, ადგილობრივებს გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ ინფორმაციები მიაწოდეს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და მუნიციპალიტეტის გამგებლმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.
მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა ასევე
გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც , სადაც სამი სოფლის (გუმბრა, ბანოჯა, ხომული გაზიფიცირება მოხდა .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0