მაშველებმა მწყემსს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი – „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი ოზურგეთიდან, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.
შსს-ს მაშველები, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთაზე ქვეითად ავიდნენ. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მწყემსმა, დიდთოვლობის და მთაზე არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, თუმცა კვამლმა მას მხედველობა დაუზიანა, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
შსს-ს მაშველებმა მამაკაცი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Visited 125 times, 1 visit(s) today