მაშველებმა 3 უკრაინელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

14/08/2017

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, ბაშილის უღელტეხილზე, უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა და სამივე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0