მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია

????????????????????????????????????

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის დღეს იმყოფებოდა ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერიამ, სპეციალისტების დახმარებით, მეწყრული პროცესის შეჩერება შეძლო.

„მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. სამუშაოები დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯერ დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია. ფერდი, სადაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს, უსაფრთხოა და ამ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად და პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.

Visited 36 times, 1 visit(s) today