მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ ცალმხრივად, ნუცუბიძის ფერდობიდან (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან) ვაშლიჯვრის მიმართულებით. ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის მიმართულებით კი მოძრაობა დაშვებულია „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება დაშვებულია გოძიაშვილის ქუჩიდან მარშალ გელოვანის გამზირის, ი. გაგარინისა და ი. ბერიტაშვილის ქუჩების გავლით. თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს, ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

Visited 21 times, 1 visit(s) today