მახუნცეთის ადმინისტრაციაში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

06/03/2017

უქმეებზე დავით დუმბაძემ მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები გამართა სოფელ: დოლოგნის, ჭინკაძეებისა და ჭალახმელის მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჩვეულებისამებრ ადგილობრივებს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მათთან ერთად სამომავლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმა. მოსახლეობამ შეხვედრებისას კმაყოფილება გამოთქვა დაგეგმილ ღონისძიებებზე და გამგებლის ანგარიში დადებითად შეაფასა. მომდევნო შეხვედრებს გამგებელი წონიარისის, ცხმორისის, დანდალოსა და დაბა ქედის მოსახლეობასთან გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0