მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობის

26/03/2024

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ხიდის სამუშაოები ითვალისწინებს, რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას. აღნიშნული სამუშაოების შემდგომ, ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღებისთანავე ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები რთულ პირობებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობს. მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე, სამუშაოების დასრულებისთანავე მომდევნო კვირაში აღდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0