მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა

03/10/2017

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, გადაადგილება შეფერხებულია რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის შტაბი, მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე სისტემები, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობს. უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაიმეწყრა შიდა სასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0