მდინარე გუჯარულაში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს

27/08/2017

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს ვეტმფრენის ავარიული დაშვების ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებიან, შეაფასებენ არსებულ ვითარებას, აიღებენ წყლის სინჯებს.
ამ ეტაპზე მყისიერად მოხდა ხელოვნური გუბურას ლოკალიზება და მდინარეში საწვავ-საპოხი მასალების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0