მდინარე სუფსა ადიდდა და 20-მდე საკარმოდამო ნაკვეთი დატბორა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გვიან ღამით სოფელ ხიდმაღალაზე მდინარე სუფსა ადიდდა და 20-მდე საკარმოდამო ნაკვეთი დატბორა. 22 ოჯახს კი სახურავი დაუზიანდა.
სტიქიის ზონაში გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, განსაკუთრებით კი სუფსაში, დატბორილია საყანე ფართობები.
მუნიციპალიტეტის სოფლებში ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ჩოჩხათის, მამათისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებს. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ ფილიალში განმარტეს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

Visited 570 times, 1 visit(s) today