მდინარი ბებიაშვილი მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში დაკრძალეს

10/08/2017

ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე მდინარი ბებიაშვილი დღეს მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში დაკრძალეს. დაღუპული სერჟანტის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. გარდაცვლილ სამხედროს პატივი მიაგეს თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0