მდ. წაჩხურაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. ახალი სახიდე გადასასვლელი უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის. თავისუფალი მოძრაობის საშუალება აქვს ყველა სახის ტრანსპორტს. ახალი კაპიტალური ხიდი თავისი მონაცემებით თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებს. სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის მონაცემები ცალ-ცალკე შემდეგნაირია: სამუშაოს ასრულებს – ,,ავტოგზა ლენტეხი 99“; პროექტის ღირებულებაა – 1 147 432 ლარი; სამუშაოზე დასაქმებულია – 20 ადამიანი და 5 ერთეული ტექნიკა; სამუშაო შესრულებულია 100 %-ით.

Visited 175 times, 1 visit(s) today