მდ. წყალწითელას ხიდზე 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ223-კმ224 მონაკვეთზე მდებარე მდ. წყალწითელას ხიდიდან რკინიგზის ხიდის მიმართულებით, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 2019 წლის 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 71 times, 1 visit(s) today