მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლევან დავითაშვილი თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“, 2017 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბს გახსნის.
„ვფიქრობთ, წელს 100-ზე მეტი ღვინის კომპანია ინდუსტრიულად 150 000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს. წლევანდელი რთველი წარმატებული იქნება. ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, როცა ბევრ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას პრობლემა შეექმნა, ყურძნის საკმაოდ უხვი, ფაქტობრივად, სარეკორდო მოსავალი გვაქვს. ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში, გაზრდილმა ექსპორტმა. წელს ექსპორტის მიმართულებითაც რეკორდულ მაჩვენებლს ველოდებით ”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კერძო სექტორი მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ ყურძენი შეიძინოს. მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ.

Visited 160 times, 1 visit(s) today