მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულებაა

20/06/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტო / RDA -ს ბენეფიციარი კომპანიის „მუხათის მარანი“ ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულებაა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ჩვენმა ბენეფიციარმა, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლო ახალი ვენახის გაშენება; ამ ეტაპზე, აშენებს თანამედროვე სტანდარტების ღვინის საწარმოს და გეგმავს სასტუმროს ინფრასტრუქტურის მოწყობას. შესაბამისად, აქ შეიქმნება აგროტურისტული სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ისე ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

კომპანიამ „მუხათის მარანი“, 2020 წელს, პროგრამით „დანერგე მომავალი“, 5 ჰექტარზე ვენახის გაშენებისათვის თანადაფინანსება 44,800 ლარი მიიღო. კომპანია, ღვინის მარნის მშენებლობისათვის, 1,5 მლნ ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 233,500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 30%-იანი თანადაფინანსებით მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0