მეიარაღეთა და ბაზიერთა ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბაზალეთის ტბასთან, დავით ქაფიაშვილის ინიციატივით, უკვე მეთხუთმეტედ, გაიმართა მეიარაღეთა და ბაზიერთა ტრადიციული ფესტივალი. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, სტუმრები ძალიან საინტერესო სანახაობების მომსწრენი გახდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სულის დოღი, მარულა, რომელიც დიდი ქართველის ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. გაიმართა ქართული ტრადიციული ცივი იარაღის გამოფენა-გაყიდვა, ხოლო ბაზიერებმა მტაცებელი ფრინველების გაწვრთნის იშვიათი სანახაობა მოაწყვეს. დღე დასრულდა ფოლკლორული კონცერტით, რომელშიც რეგიონის საუკეთესო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი გაიმართა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ქალბატონი მანანა ნარიმანიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Visited 242 times, 1 visit(s) today