მემორანდუმის გაფორმება იმერეთსა და ძიანსის პროვინციას შორის

25/12/2017

იმერეთის მხარესა და ჩინეთის ძიანსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ჩინეთის დელეგაციას ძიანსის პროვინციის ვიცე–გუბერნატორი სიე ჟუ ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე–მერი ნინო თვალთვაძე, ძიანსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ლიუ ძიმინი და საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის დირექტორი მირიან გოგიაშვილი. იმერეთის მხარესა და ძიანსის პროვინციას შორის ხელშეკრულების გაფორმება იმერეთის გუბერნატორის ჩინეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა. გივი ჭიჭინაძე ძიანსის პროვინციაში საქართველოს საპარტნიორო ფონდის ეგიდით იმყოფებოდა. ძიანსის პროვინცია მე – 13 ადგილზეა ჩინეთის პროვინციებს შორის და მისი მოსახლეობა 45 მილიონამდეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0