მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ. ამისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 125 300 ლარი გამოიყო.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედიკამენტების ვაუჩერი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ნიკოლოზ ნარუსლიშვილს პირადად ჩუტანა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
აღნიშნულ პროექტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომპანია „ავერსი – ფარმასთან“ ერთად ახორციელებს.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს კორპორატიული პასუხისმგებლობის კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან კერძო ბიზნესორგანიზაციები. მათ შორისაა ფარმაცევტული კომპანია „ ავერსი – ფარმა“, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფაში“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ეს ერთჯერადი დახმარება ომის მონაწილეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

Visited 190 times, 1 visit(s) today