მეორე სვირში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ოქტობრიდან დაიწყება

04/10/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი მეორე სვირსა და მის მიმდებარე სოფლებს ოქტომბრის თვიდან მომემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0