მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად ვართ

23/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მეორე ტური დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.
„არ გვქონდა ამბიცია, რომ მაინცდამაინც პირველ ტურში მოგვეგო ყველა არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, ხუთ ან ექვს ოლქში ჩატარდება მეორე ტური. ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვართ ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0