მერაბ ჭანუყვაძემ დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცა

03/03/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დედის დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს მიულოცა და საჩუქრები გადასცა. დამსახურებული პედაგოგები: ჟანა საბაშვილი (სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა), ლეილა ნიკოლაიშვილი (სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა), მანანა სკამკოჩაიშვილი ( სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა), ლამარა ხაჩიძე (ვაკიჯვრის საჯარო სკოლა) და მზია ქარჩილაძე ( სოფელ ოზურგეთის საჯარი სკოლა) გამგებელმა განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან მაიზერ ცელაძესთან და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელ – ნატალია ხომერიკთან ერთად პირადად მოინახულა. „დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებულად პედაგოგებს, იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბევრი შვილის დედები არიან. მათ დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვულოცავ ყველა ქალბატონს და მომავალ დედებს ამ ლამაზ დღეს. ვუსურვებ მათ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას,“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით დედის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად შეჭირვებულ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების დედებს პირად ანგარიშებზე ფულადი თანხა ჩაერიცხებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0