მერაბ ჭანუყვაძემ მედალფას კლინიკაში ახალშობილები მოინახულა

02/01/2017

2017 წელს პირველი ოზურგეთელი ახალშობილი – მათე არობელიძე ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოევლინა ქვეყანას. პატარა მათე საკეისრო კვეთით 1 იანვარს დაიბადა. ის სოფელ გურიანთის მაცხოვრებელია. ახალშობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ მოადგილესთან- გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მოინახულა და საჩუქრად ტკბილეული გადასცა. არობელიძეები გამგეობისგან ფულად დახმარებასაც მიიღებენ. „ ვულოცავ პატარა მათეს დაბადებას მის ოჯახს. სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს. უფლის მადლი ფარავდეს ყველა ახალშობილს. სრულიად ერს ვუსურვებ გამრავლებას,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ. გამგებელმა დღეს ჩოხატაურელი ახალშობილებიც დაასაჩუქრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0