გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ჩხაკაურასა და კურორტ ბახმაროში იმყოფებოდა. სოფელ ჩხაკაურაში, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, შიდასასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.
ბახმაროში, კურორტის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ფერისცვალების დღესასწაულისა და ტრადიციული დოღის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.
Visited 280 times, 1 visit(s) today