მერიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. დავით ნარმანიამ ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ვიცე მერი ლაშა აბაშიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანონ.
“რაიმე სახის საკადრო ცვლილებები თბილისის მერიაში დაგეგმილი არ არის. დღეს გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. რაიმე სახის არც შიდა განხილვა და არც კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია”, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება ფუნქციების გადანაწილებას, თბილისის მერის თქმით, მისი ახალი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი იმ მიმართულებას ჩაუდგება სათავეში, რასაც მისი ყოფილი მოადგილე გიორგი სოლომინია ხელმძღვანელობდა, კერძოდ, ეს არის რაიონული გამგეობები, გამწვანების მიმართულება, “თბილსერვისი”, “სინათლის ქალაქი”.
“მომდევნო პერიოდში შესაძლოა, ეს როგორც პერიოდულად ხდება ხოლმე ფუნქციების გადანაწილება მოადგილეებს შორის სხვანაირად მოხდეს, ამას სამუშაო ფორმატი გვიჩვენებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

Visited 191 times, 1 visit(s) today