ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გეგმავს გადაბერებული, ფაუტი, ხმობადი და ავარიული ხეების მოჭრას და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებას სამსახური იწყებს კიევის ქუჩაზე, სადაც უშუალოდ სპეციალისტების მიერ მოხდა ხე-მცენარეების დათვალიერება და მათი მდგომარეობის შესახებ შეადგინეს შესაბამისი ოქმი. სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე გამხმარი და ავარიული ხეები უახლოეს დღეებში ჩანაცვლდება 3-მეტრიანი წაბლის ხეებით. ხმობადი და ავარიული ხეების, ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლების გარდა, ფეხით სავალ ნაწილზე დამატებით მოინიშნა ადგილები სადაც დაირგვება 3 მეტრიანი წაბლის ხეები.