მერის წარმომადგენლები, თითოეულ თემში და სოფელში იმუშავებენ

18/06/2021

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, სოფლის რწმუნებულებსა და საკრებულოს წევრებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიული რეაგირება, ფერმერთა ტრენინგების აღრიცხვა-დაგეგმარება, სტიქიებისა, თუ ოპერატიულ-სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა. გადაწყდა, რომ ივლისიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პირადად ჩაერთვებიან დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირებაში.

„მერის წარმომადგენლები, თითოეულ თემში და სოფელში იმუშავებენ და მოსახლეობას მიაწვდიან მეტ ინფორმაციას სასურველი სერვისების მიღებისა, თუ მოძიების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი სოფლის განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, პირადად ჩავლენ ადგილზე და გაუწევენ კონსულტაციას დაინტერესებულ პირებს “- განაცხადა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0