მერმა ლაშა კომახიძემ მოადგილეები წარადგინა

20/11/2017

დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მოადგილეები წარადგინა. მერის გადაწყვეტილებით, ვიცე მერის პოსტს თენგიზ პეტრიძე დაიკავებს, რომელიც მანამდე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. თენგიზ პეტრიძე ინფრასტრუქტურის მიმართულებას ჩაიბარებს.
მერის მოადგილის პოსტზე კი ლელა სურმანიძე დაინიშნება. მერის მოადგილედ წარდგენამდე მას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. ლელა სურმანიძე მერიაში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებას გაუწევს კურატორობას.
ბათუმის მერის განცხადებით, არჩევანის გაკეთებისას განმსაზღვრელი კადრების პროფესიონალიზმი იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0