მერმა სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა. მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, გამომდინარე აქედან სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ჩიხში აშენდება ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილია 152 000 ლარი, აქედან 95%- სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5 -% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება.

Visited 150 times, 1 visit(s) today