მესტიამ მთის დღეებს უმასპინძლა

23/07/2023

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიამ მთის დღეებს უმასპინძლა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ეს ღონისძიება მეორედ გაიმართა. უღვირის ტბაზე სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა მასტერკლასები. მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ქონდათ მრავალფეროვანი სვანური სამზარეულო დაეგემოვნებინათ. გაიმართა ბრენდ შეფ კონსტანტინე თედელაურის კერძების დეგუსტაცია.
მრავალფეროვანი იყო მუსიკალური მიმართულება. ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, რის შემდეგაც სცენა „ქართულმა ხმებმა დაიკავეს“, მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ გამოჩენას. საღამო კოცონთან მთის ამბების თხრობითა და ნეკა სებისკვერაძისა და „ჩვენი კვარტეტის“ კონცერტით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0