მესტიაში დღის ცენტრს ბულგარეთის საელჩომ ინვენტარი გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მესტიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ბულგარეთის განვითარების ფონდმა” ადაპტირებული ავეჯი და ტექნიკა გადასცა. კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში ახალი ინვენტარი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
დღის ცენტრი იაპონიის საელჩოს და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთ თანამშრომლობით აშენდა. მსგავსი ცენტრი მესტიას აქამდე არ ჰქონდა, ამიერიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სოციალური პროგრამებით ისე, რომ მათ არ მოუწიოთ საცხოვრებლად სხვა ქალაქებში გადასვლა.

Visited 97 times, 1 visit(s) today