მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში 10 კმ. მანძილზე ბეტონის არმირებული გზა დაიგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში 10 კმ. მანძილზე ბეტონის არმირებული გზა დაიგო. უშგული-მესტიის დამაკავშირებელ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები 24 კმ-ზე შესრულდება. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ხშირად აპროტესტებდა გზის საფარის პრობლემას, გზის გავლა უჭირდა სასწრაფო დახმარების ავტომობილებსაც. ასევე, მიმდინარეობს ცნობილი სტიქიის, ,,შავი ღელეს“ პრევენციის პროგრამის საპროექტო სამუშაოები. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, ლენტეხიდან ლასდილამდე, 25 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება, აქედან 13 კილომეტრის რეაბილიტაცია უკვე შესრულებულია. სახიდე გადასასვლელებთან ერთად გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი ხიდის მშენებლობაც.
2018 წლის ამ დრომდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 91 მლნ. ლარის ღირებულების 14 პროექტი შესრულდა. 2019 წელს დაგეგმილია 31 პროექტის განხორციელება, რომელთა ნაწილზე პროექტის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

Visited 184 times, 1 visit(s) today