მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა.
მესტიის რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში, რომელიც კურორტ „ჰაწვალის“ სათხილამურო ტრასაზე გაიმართა, ვაჟთა და გოგონათა გუნდები ერთმანეთს „გიგანტურ სლალომში“ შეეჯიბრნენ.
შეჯიბრების დასასრულს სპეციალურმა სამსაჯო გუნდმა გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები პროკურატურის სახელით თასებით, დიპლომებით და მედლებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული მოზარდები დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

Visited 172 times, 1 visit(s) today