მეფე თეიმურაზის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ქართლ-კახეთის მეფე-პოეტის თეიმურაზის პორტრეტის 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელოვნების მუზეუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის უნიკალური ექსპონატი, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ „1Stdibs“-მა გასაყიდად გამოიტანა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძური არ დაბრუნებულა. რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა შეისყიდა და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს (ხელოვნების მუზეუმს) გადასცა.
თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება ქართველი მეფის უნიკალური პორტრეტის საკუთარი თვალით ხილვა.

Visited 177 times, 1 visit(s) today