მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი – ხის სკა (რუტი, დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი, 2 200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი და თაფლის საწური (ციბრუტი) – კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე თითოეული კოოპერატივის მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს ლაბორატორიულ შემოწმებას უფასოდ ჩაუტარებს.
პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების (როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული) აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით, რაც ხელს შეუწყობს მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები და შშმ პირები პროგრამის ფარგლებში განსახორცილებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების 20%-ად.
მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპზე 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უკვე მიიღო 7 588 სკა.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპის შედეგად, 51 კოოპერატივს 3 609 სკა გადაეცემა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს.
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.acda.gov.ge
პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://acda.gov.ge/index.php/geo/static/175

Visited 216 times, 1 visit(s) today