მეწყერმა წესი-ურავის საავტომობილო გზა დააზიანა

13/08/2017

მთის მასივის ჩამოწოლის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლების ლიხეთის, აბარის და ურავის დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რომელმაც წესი-ურავის საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებიან რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამსახურები. გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0